არგენტინა 1:0 ბრაზილია
გუშინ შედგა სამხრეთ ამერიკული დერბი. არგენტინისა და ბრაზილიის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი ყოველთვის თავდაუზოგავად ბრძოლობს, რათა თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმაროს. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში დაბრუნდა რონალდინიო. გაუჩო ძალიან აქტიური იყო და ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოახერხა. 92–ე წუთამდე გოლი ვერავინ გაიტანა, მაგრამ მესიმ შესანიშნავად ითამაშა და ბოლო წუთებზე გამარჯვებაც მოუტანა საკუთარ ქვეყანას. საინტერესოა ისიც, რომ მოედანზე 90 წუთი დაჰყო დანი ალვესმა.
ინგლისი 1:2 საფრანგეთი
რაიმონ დომენეკი წავიდა და საფრანგეთიც გამოცოცხლდა. ეს გუშინაც დამტკიცდა. ინგლისი საკუთარ მოედანზე დამარცხდა. მე–16 წუთზე ანგარიში ქარიმ ბენზემამ გახსნა. მეორე ტაიმში კი ფრანგებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს: ბაქარი სანიას ჩაწოდებით ვალბუენამ ისარგებლა და 55–ე წუთისათვის ტაბლოზე 0:2 დააფიქსირა. ინგლისელებისგან თავის გამოჩენა მხოლოდ პიტერ კრაუჩმა შეძლო, რომელმაც 86–ე წუთზე ერთი გოლი გაქვითა. “ბარსელონას” მცველმა ერიკ აბიდალმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ასევე უნდა აღინიშნოს “არსენალის” ფეხბურთელის, სამირ ნასრის ძალიან კარგი თამაში.
პორტუგალია 4:0 ესპანეთი
პორტუგალიამ მოიშორა კეირუში და მიეცა შანსი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ნაკრების დამარცხებისა. მატჩი ძალიან კარგად ჩაატარეს ნანიმ, მარტინსმა, რომელიც სულ ახლახანს დაბრუნდა ნაკრებში, რონალდუმ, პოშტიგამ და უკლებლივ ყველა პორტუგალიელმა. მათ ხომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები გაანადგურეს. გოლის გატანა ალმეიდამაც კი მოახერხა. მართალია პიკემ ცუდად ითამაშა, თუმცა დასამახსოვრებელია 36–ე წუთზე ნანის უძლიერესი დარტმული, რომელსაც თავი სწორედ ჟერარდმა შეუშვირა და კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.
სლოვენია 1:2 საქართველო
კიდევ ერთი შესანიშნავი გამარჯვება! გუშინ ქართული “სპექტაკლი” სლოვენიაში დაიდგა. როდესაც მე–40 წუთზე მსაჯმა ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, ყველა ნამდვილი ფანის გული ძგერდა. ნოვაკოვიჩის ძალიან კარგი დარტყმა და გიორგი ლორიას ფანტასტიკური ნახტომი! პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა. მეორე 45 წუთიც კვლავ მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე 51–ე წუთზე ცეზარმა ანგარიში გახსნა. სლოვენიელები კვლავ გვიტევდნენ, თუმცა ყველასგან გასაკვირად 67–ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სანდრო გურულმა ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ არ გავიდა ერთი წუთი, რომ ახალგაზრდა ჯანო ანანიძე მეკარესთან ერთი ერთზე დარჩა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ “ბორჯღალოსნები” ნამდვილად კარგად ათამაშდნენ–8 შეხვედრიდან 3 მოიგეს და 5 ფრედ დაასრულეს. ჩვენი გუნდისთვის ეს მართლაც შესანიშნავი შედეგია!



