workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღევანდელი ვარჯიში.

დღევანდელი ვარჯიში.

სამშაბათის ვარჯიშის მსგავსად, ოთხშაბათს “ბარსას” პირველი გუნდიდან მხოლოდ 5-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა, ხოლო დანარჩენი პირველი გუნდის ფეხბურთელები ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი, ისინი ვარჯიშს ხუთშაბათს დაუბრინდებიან.
პინტო, მაქსველი, ბოიანი, კეიტა და ხეფრენი დაუბრუნდნენ ვარჯიშს. მათთან ერთად ასევე ივარჯიშა “ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელმა. ტიაგო, ფონტასი, ბენხა და პლანასი დაბრუნდებიან ხუთშაბათს, ხოლო პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს, შემდეგმა ფეხბურთელებმა: როჩინა, მესიპი, ედუ ორიოლი და აბრაჰამი.
ხეფრენი განაგრძობს მშვიდად ვარჯიშს. იგი ნელ-ნელა თავის ძველ ფორმას იბრუნებს. გაბი მილიტო კი განაგრძობს გამოჯანმრთელებას.
ჩვეულებრივი ვარჯიშის შემდგომ, გუნდი გაიყო სამ ჯგუფად და თითოეული ჯგუფი ცდილობდა, ბურთი დიდი ხნის განმავლობაში შეენარჩუნებინა.
პირველი გუნდი დაბრუნდება ხუთშაბათს 18:00 საათზე. პეპ გვარდიოლას გუნდს სურს დაუბრუნდეს ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც წავიდა ამხანაგურ მატჩებზე. მხოლოდ ამის შემდეგ “ბარსელონას” მთელი ყურადღება “ალმერიასთან” სტუმრად გასამართ მატჩზე გადაერთვება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში