კატალონიურმა ყოველდღიურმა სპორტულმა გამოცემამ, “სპორტმა”, “ვილიეარელის” გოლკიპერის, დიეგო ლოპესის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ლოპესმა განაცხადა, რომ მის გუნდს “ბარსასთვის” გარკვეული ზიანის მიყენება შეუძლია…
“ამ ბოლო წლებში ჩვენ “ბარსასთვის” ასე, თუ ისე პრობლემების შექმნას ვახერხებთ და ვფიქრობ, რომ შაბათს ჩვენ მათ გარკვეულ ზიანს მივაყენებთ. ეს მატჩი ყველასთვის ძალიან კარი იქნება, მითუმეტეს, რომ ჩვენ წელს პირველი ადგილისთვის “ბარსასთან” ერთად ვიბრძვით,” განაცხადა ლოპესმა. მან დაამატა, “დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ “ბარსასთან” ძალიან რთული მატჩი გველის. ჩვენ, ყველანი უნდა შევეცადოთ, რომ ყურადღება მაქსიმალურად მატჩზე გვქონდეს გადატანილი და რომ “ბარსას” საქმე გავურთულოთ”.
ვილიარეალის გოლკიპერმა ასევე აღნიშნა, რომ “ახლა ორივე გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება და ვიმედოვნებ, რომ ეს მატჩი სანახაობრივი გამოდგება. “კამპ ნოუდან” შინ ყოველთვის კარგი რეზულტატით ვბრუნდებოდით ხოლმე, მაგრამ ყველა მატჩი ერთმანეთსგან განსხვავდება.”
სხვა მხრივ, ლოპესი ფიქრობს, რომ “ლა ლიგას” თასის მოსაპოვებლად ორი გუნდი, “რეალი” და “ბარსელონა” იბრძლებს. “ძალიან რთული იქნება მათი შეჩერება, მაგრამ ჩვენ სეზონი ფანტასტიკურად დავიწყეთ და გვსურს, რომ ტოპ გუნდების რიგებში ისევ ვეწერებოდეთ.”
ამისდა მიუხედავად, მან განაცხადა, რომ “ვილიარეალს” მესამე ადგილისთვის ბრძოლა შეუძლია და რომ ამ გუნდს სათანადოდ არ აფასებენ: “იმედი მაქვს, რომ ჩვენი შრომა დაფასდება.”

