როგორც “ბარსელონას” ოფიციალური საიტი იტყობინება, “ბარსას” ახალგაზრდა მცველი, ხერარდ პიკე “ვილიარეალთან” მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება…
გუშინდელი მატჩი ხერარდ პიკესთვის კარგი ნამდვილად არ ყოფილა. მან გუშინდელ მატჩში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა. პირვლი ყვითელი 41–ე წუთზე მიიღო. მან ბურთი, საჯარიმოს მისადგომებთან, ხელით გააჩერა. ეს მისთვის “ლა ლიგაში” მეხუთე ყვითელი გახლდათ, რის გამოც იგი “ვილიარეალთან” მატჩს ავტომატურად ტოვებდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს მისთვის უკანასკნელი ბარათი არ ყოფილა. 68–ე წუთზე მას საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, რის გამოც მატჩის არბიტრმა პენალი დანიშნა და ამასთან მან ხერარდს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, რის გამოც იგი მოედნიდან იქნა გაძევებული.
ასე, რომ პიკე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება და ასპარეზობას 4 ყვითელი ბარათით გააგრძელებს.
კვირის მატჩში პიკე “ბლაუგრანას” მაისურით მეოთხეჯერ იქნა მოედნიდან გაძევებული. პირველი და მეორე წითელი ბარათები თავის პირველ სეზონში, “ვილიარალთან” და “რასინგთან” მიიღო. მესამე კი ერთი წლის წინ “ნოუ კამპზე”, “ხეტაფეს” წინააღმდეგ. თუმცა, მაშინ პიკე მოედნიდან პირველ ტაიმშივე გააძევეს.
პიკეს წითელი ბარათი გუნდისთვის წელს მეორე გაძევება გახლავთ. წელს, პირველად მოედნიდან დავიდ ვილია გააძევეს. ეს “სან მამესზე” მოხდა.
“ალმერიასთან” მატჩში, პიკე ფრთხილად უნდა იყოს, რათა კიდევ ერთი გაფრთხილება არ მიიღოს. თუკი ის კიდევ ერთ ყვითელ ბარათს მიიღებს, მაშინ იგი მადრიდის “რეალთან” თამაშში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს


