კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი, ახლოს არის ახალი რეკორდის დამყარებასთან. ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, “ბლაუგრანას” მაისურით 539 მატჩი აქვს ჩატარებული. ეს რაოდენობა კი ჩავის 10 თამაშით აშორებს “ბარსას” ყოფილ ფეხბურთელთან მიგელ ბერნანდო ბიანკეტის შედეგთან, რომელმაც კატალონიურ კლუბში 549 მატჩი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ჩავის დებიუტი “ბარსელონას” პირველ გუნდის შემადგენლობაში 1998/1999 წლების სეზონში, “რეალ ვალიადოლიდის” წინააღმდეგ ჰქონდა. ამ დროისათვის, ესპანელ ფეხბურთელს აწუხებს მცირეოდენი ტრამვები, მაგრამ ნაკლებად დავარაუდოა, რომ ამან ჩავის რაიმე პრობლემები შეუქმნას ახალი რეკორდის დამყარებაში.
ჩავიმ შესაძლოა მიგელის რეკორდი მოხსნას
გახდი გლოვერი!
დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.