კატალონიის “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი კამერუნელი, ალექს სონგი “ვესტ ჰემში” დაბრუნებას უახლოვდება. იტყობინება, Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ფეხბურთელმა სწორედ ამ კლუბში გაატარა არენდის წესებით, ამჟამად კი “ვესტ ჰემი” ფეხბურთელის სრულიად გამოსყიდვას გეგმავს და წარმატებასთანაც ახლოსაა. სონგის მიმართ ინტერესს პრემიერლიგის სხვა კლუბებიც იჩენენ, თუმცა ყველაზე ახლოს ტრანსფერთან “ჩაქუჩები” იმყოფებიან.