“ბარსელონას” საპრეზიდენტო პოსტის ერთ-ერთი კანდიდატი აგუსტი ბენედიტო აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბს “იუვენტუსის” ნახევარმცველის პოლ პოგბას შეძენა გაუჭირდება.
“პოგბას დავეკონტაქტე. თავდაპირველად “იუვენტუსის” პრეზიდენტს ვესაუბრე, შემდეგ კი – ფეხბურთელს.
პოგბამ წელიწადში 12 მილიონი ევრო მოითხოვა, სატრანსფერო თანხა კი 80 მილიონ ევროს შეადგენს”, – აცხადებს ბენედიტო.