“ბარსელონას” უნივერსალ ახალწვეულს, ალეიშ ვიდალს, ტრავმა აქვს და ის ესპანეთის ნაკრებს მომდევნო შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ამ ინფორმაციას RAC1 ავრცელებს.
გუშინ, კოსტა რიკასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (2:1), ვიდალმა ეროვნული გუნდის მაისურით პირველად ითამაშა. 25 წლის ფეხბურთელმა, პირველ ტაიმში, კოჭის ტრავმა მიიღო და ის მე-2 ტაიმში შეცვალეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიდალი “ფურია როხას” 14 ივნისს, ბელარუსთან გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.