კატალონიური ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა კმაყოფილი იყო თავისი შეგირდების თამაშით ესპანეთის სამეფო თასის მატჩის შემდეგ. ”ბარსამ” ამ მატჩში ”სეუტა” 2-0 დაამარცხა. კმაყოფილების მიუხედავად მწვრთნელი მომენტების გამოუყენლობით შეწუხებული იყო.
ხოსეპ გვარდიოლა: ”ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. მატჩის პირველ ტაიმში ბევრს ვმოძრაობდით და კარგად ვმოქმედებდით. მეორე ტაიმში თამაში ისე კარგად აღარ წაგვივიდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა, მაგრამ გაცილებით მეტი ბურთის გატანა შეგვეძლო. ეხლა მოდუნება არ შეიძლება. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. განმეორებითი მატჩის წინ სერიოზულად მოვემზადებით”.