მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ხაბი ალონსო ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის “ბარსელონასთან” გასამართი შეხვედრის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ “კამპ ნოუზე” მატჩი გვარდიოლასთვის განსაკუთრებული იქნება.
“როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადიხარ, ნათელია, რომ შენი მეტოქე საუკეთესო კლუბი იქნება. ჩემს ცხოვრებაში “ბარსელონას” წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, მაგრამ ახლა “ბაიერნის” ფეხბურთელი ვარ და ეს განსხვავებული იქნება.
ვიცით, რომ ეს გვარდიოლასთვის განსაკუთრებული მატჩი იქნება, რადგან ბარსელონაში ბევრი გამოიარა, როგორც გულშემატკივარმა, როგორც ფეხბურთელმა, როგორც მწვრთნელმა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე უფრო დიდი მოტივაცია არ არსებობს.
ტრავმირებული ფეხბურთელები არ შეიძლება საბაბი იყოს. ხვალ იდეალურად უნდა ვიყოთ მზად.
რონალდუ თუ მესი? ორივე შესანიშნავი ფეხბურთელია. უბრალოდ, შეხედეთ, რამდენს გოლს იტანენ. როდესაც “რეალში” ვთამაშობდი, ჩემი აზრით, კრიშტიანუ უკეთესი იყო”.
