კატალონიურმა გამოცემამ, Sport-მა, “ბარსელონას” გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა იმის დასადგენად ჩაატარა, თუ ვისი დამატება სურთ მათ მომდევნო სეზონისთვის. გაირკვა, რომ “ბარსას” ქომაგების რჩეული პოლ პოგბაა.
ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი ნახევარმცველი გამოკითხულ გულშემატკივართა 51%-ის რჩეულია. მე-2 ადგილზე, 20%-ით, მადრიდის “ატლეტიკოს” შუახაზელი კოკე გავიდა. შემდეგ მოდის “დორტმუნდის” შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი, რომელსაც წილად 13%-ის ხმა ხვდა.