– ”ბარსამ” ”კოპენჰაგენი” ყველაფერში დაჩაგრა: კარში დარტყმები 7 – 1, პასები 767 – 362.
– ალვეში გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი, 10 ჩაწოდება განახორციელა მატჩში. მეორეზე 3 ჩაწოდებით მოდის ერიკ აბიდალი.
– პინტომ ჩემპიონთა ლიგაზე ”ბარსას” მაისურით პირველად ითამაშა. მან მშვიდი მატჩი ჩაატარა. თამაშში სერიოზულად ჩართვა მას ერთხელ მოუწია, როცა მოედნის ცენტრიდან უპირებდნენ თავზე ბურთის გადაგდებას.
– მესის დუბლის შედეგად ”ბარსას” ამ სეზონში 25 გატანილი გოლი დაუგროვადა. 10 გოლი მესის ანგარიშზე.
– ლეო მესი ევროთასებზე გოლების რაოდენობით რივალდოს გაუთანაბრდა. როცა ჩემპიონთა ლიგაზე მესი გოლს იტანს მისი გუნდი არ მარცხდება.
– მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი მესის საყვარელი დროა. ამ სეზონში 10 გოლიდან 4 სწორედ ამ დროს გაიტანა.
– ალვეში, პუიოლი და ბუსკეტსი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის სამივე თამაშში შეუცვლელად ითამაშეს.
– დანი ალვესი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.
– ყვითელი ბარათი, რომელიც ინიესტას აჩვენეს მისთვის პირველი იყო მიმდინარე სეზონში.
– სეიდუ კეიტამ ითამაშა მე-100 მატჩი ”ბარსას” რიგრბში.