ხოსე მანუელ პინტო
”ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ჩემპინთა ლიგის, ესპანეთის თასის და პრიმერას მატჩებში. მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს თამაშის სურვილი. როცა მოედანზე გამოვდივარ ცოტას ვნერვიულობ და ეს გრძნობა ძალიან მომწონს. თავს ყოველთვის უკეთ გრძნობ, როცა თამაშობ. მოხარული ვარ, რომ მოგებაში ჩემი წვლილი შევიტანე”.
ანდრეს ინიესტა
”რთულია, როცა მომენტებს ვერ ქმნი. პირველ ტაიმში რომ 2 ან 3 გოლი გაგვეტანა უფრო გაგვიიოლდებოდა თამაში. ჩემპიონთა ლიგა საინტერესო ტურნირია და მოხარულები ვართ გამარჯვებით. დაგვრჩა შეგრძნება, რომ უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო. უნდა მოვახერხოთ მატჩის გადაწყვეტა უფრო ადრე. გოლების ნაკლებობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენი ფეხბურთელებისთვის. დანიიაში გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ორ თამაშს უფრო დამშვიდებულები შევხვდებით”.
ლიონელ მესი
”ძნელი თამაში იყო, რადგან ისინი დაცვით ფეხბურთს თამაშობდნენ. გოლის შემდეგ შევძელით რამდენიმე სახოფათო მომენტის შექმნა, თუმცა მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ამ მატჩი მოგება საჭირო იყო. ჩვენ ჯგუფის ლიდერები ვართ”.
დანიელ ალვესი
”დღეს არ გამიმართლა. მე ვცილოდბი, მაგრამ გოლი ვერ გავიტანე (88 წუთზე ძელს მოარტყა ბურთი). კმაყოფილი ვარ ჩვენი მონდომებით. მოწინააღმდეგე კარგად თამაშობდა კონტრშეტევებზე, მაგრამ ამას გავუმკლავდით. თამაში ორი განსხვავებული ტაიმებით წარიმართა. პირველ ტაიმში მეტი სივრცე გვქონდა, მოერეში ისინი გვავიწროვებდნენ. ყველაფრის მიუხედავად მიზანს მივაღწიეთ. გვსურდა მატჩის ბედი ადრე გადაგვეწყვიტა, მაგრამ როცა ეს არ გამოგვდის ბოლო წუთამდე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ”.
ხავიერ მაშერანო
”შედეგი ყველაზე მთავარია. მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გამარჯვებას, რადგან ის 1/8 ფინალთან გვაახლოვებს. ”ბარსამ” შესანიშნავად ითამაშა. შეგვეძლო უფრო მეტი გოლი გაგვეტანა. ერთხელაც ყველა საგოლე მომენტს გამოვიყენებთ და ყველა დაწყნარდება. ყოველდღიურად ჩემი გადაცემები უკეთესი ხდება, თუმცა მე კიდევ მჭირდება დრო გუნდთან შეჩვევისთვის. ძალიან კარგად გვრძნობ თავს ბუსკეტსთან ერთად თამაშისას”.
პედრო
”ყოველი მატჩის შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობ. მწვრთნელი მშვიდადაა და ჩვენაც წყნარად ვართ. ვიცით, რომ მომენტების გამოყენებას უნდა მოვუმატოთ. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ კარგად ვთამაშობთ”.
კარლეს პუიოლი
”მატჩის ბედის გადაწყვეტა პირველივე ტაიმში შეგვეძლო. გუნდში ბევრი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც გოლის გატანა შეუძლიათ. არის მომენტები, როცა ყველაფერი ისე არ კეთდება, როგორც გვსურს და პირიქით. გოლები მოვა. ვილია კარგ თამაშებს ატარებს და გოლის გატანა სურს”.
ჟერარდ პიკე
”ჩვენ ვაკონტროლებდით მატჩის შედეგს. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა”.