“ლივერპულის” ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი, შესაძლოა, “ბარსელონაში” გადავიდეს. ამ ინფრომაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.
24 წლის ფეხბურთელმა, 2016 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს “ბარსელონასთან”, ამავე წლის ზაფხულში კი, როდესაც მისი კონტრაქტი “ლივერპულთან” ამოიწურება, კატალონიურ კლუბის ფეხბურთელი გახდეს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ “ბარსელონას” სკაუტები “ლივერპულის” გასულ რამდენიმე მატჩს დაესწრნენ.
ჰენდერსონმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 27 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 4 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.