“ლივერპულის” კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონი, The Daily Mail-თან ინტერვიუში, “ბარსელონასთან” “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრას იხსენებს და კითხვაზე, სურდა თუ არა ლეო მესისთან მაისურების გაცვლა, პასუხობს, რომ ეს არავისთვის უთხოვია.
“ვფიქრობდი თუ არა მესისთვის მაისურის თხოვნას? არა. ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია.
“სანდერლენდში” ყოფნისას, როი კინმა მითხრა, რომ თუ ვინმეს მაისურს ვთხოვდი, ეს სისუსტის გამოხატულება იქნებოდა.
საბოლოოდ, სახლში ლუის სუარესის მაისურით დავბრუნდი. ის კარგი ადამიანია და მაისური “ლივერპულში” ერთად გატარებული დროის ნიშნად მომცა. ჩემსას კი რა უყო, არ ვიცი”, – თქვა 28 წლის ინგლისელმა.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “მერსისაიდელთა” კარი ორჯერ აიღო, თუმცა ეს ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამას ძაან აუვარდა თავში ამის დე… შ….
მოწინააღმდეგისთვის მაისურის თხოვნა სისუსტის ნიშანი არაა
ბებიაშენისამ მესიმ ხო მუხლები დაიტყავა ხვეწნა მუდარით რო მაისური გაგეცვალა