workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” არ უნდა გლების გაშვება

“ბარსელონას” არ უნდა გლების გაშვება

კატალონიის “ბარსელონამ” კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა სურვილი ბელორუსი ფეხბურთელის კლუბში დატოვებისა, რომელიც მან ერთი სეზონის წინ შეიძინა ლონდონის “არსენალიდან.”

ბელორუსს დიდი როლი არ უთამაში იმ გამარჯვებებში, რომელიც პეპ გვარდიოლას გუნდმა ამ სეზონში მიაღწია, მიუხედავად ამისა “ბარსას” მწვრთნელმა გლების თამაში თავისებურად აქო.

გვარდიოლას ამ ფეხბურთელის შეძენა შარშან “არსენალიდან” უნდოდა, რაც მოახერხა კიდევაც და ახლა აპირებს უფრო ხშირად გამოიყენოს სათამაშოდ.

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი დაეთანხმა მწვრთნელს და ფიქრობს რომ გლები გააუმჯობესებს თამაშის ხარისხს მომავალ სეზონში.

“ჩვენ არ გვქონია დიდი ბრძოლა შარშან ალექსანდრ გლების გადმოყვანაზე, მაგრამ ახლა მისი გაშვება ასეთივე ადვილი არ იქნება”. -განაცხადა ბეგირისტიანმა Stuttgarter Zeitung -ს ინტერვიუში.

“შტუდგარდი” არის კლუბი, რომელიც იყო დაიტერესებული ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებით. მის გარდა მეორე გერმანული კლუბი, მიუნხენის “ბაიერნიც” იყო ბელორუსით დაინტერესებული. ერთ-ერთი ვერსიით გლები უნდა გამხდარიყო რიბერის “ბარსელონაში” ტრანსფერის შემადგენელი ნაწილი.

წყარო www.goal.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward