“მილანის” ყოფილი ლეგენდარული მცველი ფრანკო ბარეზი აცხადებს, რომ ლიონელ მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან წინააღმდეგ თამაშს ისურვებდა.
“მესისა და რონალდუს წინააღმდეგ ერთდროულად თამაშს ვისურვებდი, თუმცა ამისთვის ძველი “მილანის” მთელი დაცვის ხაზი დამჭირდებოდა: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი და ალესანდრო კოსტაკურტა. ნათელია, რომ ამ ფეხბურთელების განეიტრალებისთვის აუცილებელია კონცენტრაცია და საბრძოლო ხასიათი,” – აცხადებს ბარეზი.


