კატალონიური “სპორტის” აზრით გუშინ “კამპ ნოუზე” საუკეთესო მოთამაშე ანდრეს ინიესტა გახლდათ.
ყოველი მატჩის შემდეგ “სპორტის” ჟურნალისტები აფასებენ თითოეულ ფეხბურთს, გამონაკლისი არც გუშინდელი დღე გახლდათ. კატალონიურმა გაზეთმა საუკეთესოდ “ვალენსიასთან” მატჩში ანდრეს ინიესტა დაასახელა, მას 7.8 ქულა დაუწერეს, ასევე მაღალი შეფასება მიიღეს კარლეს პუიოლმა და ჩავი ერნანდესმა, რომლებსაც ჟურნალისტებმა 0,1 და 0,2 ბალით ნაკლები დაუწერეს, ორი საგოლე პასის ავტორმა 7,7 ქულა დაიმსახურა, ხოლო ერთი გოლის ავტორმა 7,6 ქულა.



