workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “ვალენსია” ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონა” – “ვალენსია” ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინ “ბლაუგრანამ” ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, “ბარსამ” “ვალენსია” 2:1 დაამარცხა, გთავაზობთ ფეხბურთელების მატჩისშემდგომ კომენტარებს.

დანი ალვესი

“ეს მატჩი გავდა ამერიკულ ფილმს, რომელიც ყოველთვის “ჰეფი ენდით” მთავრდება. პირველ ტაიმში ვერ ვიტყვი, რომ კარგად გამოვიყურებოდით, ჩვენ არ გვქონდა ბურთი და მოწინააღმდეგეც ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ შესვენებაზე ბოსმა ძალიან კარგად მოგვამზადა რის შემდეგაც გუნდმა დაიწყო ჩვეულად თამაში და მიაღწია დასახულ მიზანს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ.

ვიქტორ ვალდესი

“ვალენსია” ჩემპიონატის მოგების ძალიან სერიოზული კანდიდატია, გამოჩნდა რომ მათ ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი ყავთ, ჩვენ ძალიან რთულ შეხვედრაში ვიმარჯვეთ, ამ 3 ქულა ოქროს ფასი აქვს”.

დავიდ ვილია

“ვალენსია” აქამდე ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობდა და ეს მატჩის დროსაც იგრძნობოდა, ისინი ისე თამაშობდნენ პირველ ტაიმში, რომ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდით, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა. ძალიან დასანანია, რომ ვერ შევძელი გოლის გატანა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში