როგორც მოგეხსენებათ, ეს კვირა მთლიანად სანაკრებო მატჩებს დაეთმო, სადაც მონაწილეობას 14 “ბარსას” ფეხბურთელი იღებდა. ამ სტატიაში კი მათ შესახებ ცნობებს შემოგთავაზებთ.
ვალდესი (ესპანეთი): მას ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისური საერთოდ არ მოურგია.
პიკე (ესპ.): მან ლიტვასთანაც და შოტლანდიასთანაც 90 წუთი დაჰყო მოედანზე. შოტლანდიასთან მატჩში მან ერთი გოლის გატანაც კი შეძლო, ოღონდ კასილიასის კარში.
პუიოლი (ესპ.): იგი პარტნიორობას პიკეს ორივე მატჩში უწევდა. მან საკმაოდ კარგი მატჩები ჩაატარა და გოლებში დანაშაული ნამდვილად არ მიუძღვის.
ბუსკეცი (ესპ.): სერხიომ ორივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. შოტლანდიასთან მატჩში, მეორე ტაიმში იგი მოედნიდან გავიდა და მის ნაცვლად კარლოს მარჩენა შემოვიდა.
ინიესტა (ესპ.): ჩავის არ ყოფნაში მან ფლეიმეიქერის პოზიციაზე მოსინჯა თავისი შესაძლებლობები და შოტლანდიასთან გოლის გატანაც კი შეძლო.
ვილია (ესპ.): დავიდმა გოლის გატანა პენალტის ნიშნულიდან შოტლანდიის კარში შეძლო, რითაც დაამხო ლეგენდარული რაულის რეკორდი. მას უკვე 44 გოლი აქვს დაგროვებული.
ალვეში (ბრაზილია): დანი დაცვაში შეუცდომლად თამაშობდა და მეტიც, იგი თავდასხმაში თამაშსაც კი ახერხებდა. მან გოლის გატანა 2–ივე მატჩში შეძლო.
ბოიანი (ესპანეთი U21): მან ხორვატიასთან, თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო.
ტიაგო (ესპ. U21): ალკანტარამ ხორვატიასთან მატჩში მოედანზე 90 წუთი დაჰყო. მისი წყალობით ახალგაზრდა ესპანელები შეტევის წამოწყებას იწყებდნენ.
ხეფრენი (ესპ. U21): იგი მოედანზე ბოიანის ნაცვლად შევიდა და 90–ე წუთზე გოლის გაიტანაც შეძლო.
ფონტასი (ესპ. U21): “ბარსა ბ”–ს ცენტრალურ მცველს სათამაშოდ დიდი დრო არ მიცემია. მან განმეორებით მატჩში ხორვატიასთან მხოლოდ 15 წუთით შეძლო თამაში.
მილიტო (არგენტინა): გაბი იაპონიაში მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე იყო.
მასკერანო (არგ.): არგენტინელთა კაპიტანმა ამხანაგურ შეხვედრაში თავის ჩვეულ პოზიციაზე ითამაშა.
მესი (არგ.): გაბისა და ხავიერის მსგავსად ლეომაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო, მაგრამ გოლის გატანა ვერა და ვერ შეძლო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=qjzorut7qPk]
ინიესტა
[media=http://www.youtube.com/watch?v=q5vab0s8RRM]
ვილია
[media=http://www.youtube.com/watch?v=NxhTI0uT5NY]
ალვეში
[media=http://www.youtube.com/watch?v=Ds-m0_6CjkU]
[media=http://www.youtube.com/watch?v=ui6ZaMt7nC4]
ხეფრენი
[media=http://www.youtube.com/watch?v=xiIhssRw7kE]


