workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი არაა დარწმუნებული, რომ ნაკრებში კვლავ გამოიძახებენ

აბიდალი არაა დარწმუნებული, რომ ნაკრებში კვლავ გამოიძახებენ

“ბარსელონას” 31 წლის, ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი არაა დარწმუნებული, რომ საფრანგეთის ნაკრებში კვლავ მოუწევს თამაში.

აბიდალს საფრანგეთის ნაკრების მატჩში მონაწილეობა არ მიუღია მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას ის არ მოუკვეთავს ნაკრებიდან. ნაკრებიდან დროებით მოკვეთეს ანელკა, ევრა, რიბერი და ტულალანი.

ერიკ აბიდალი: ”ფეხბურთში ლოგიკა არ არსებობს. ვფიქრობ, რომ საფრანგეთის ნაკრებში მოწვევას აღარ მივიღებ. მე მაინც ველოდები მათ ზარს. შეიძლება რამდენიმე კარგი მატჩის ჩატარების შემთხვევაში მწვრთნელმა შემამჩნიოს. თუ ის ჩემს სამსახურს არ საჭიროებს ამის შესახებ უნდა შემატყობინოს. ზოგიერთი ფეხბურთელისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები თამაში ბოლო მატჩი იყო ნაკრებში, შეიძლება ეს ჩემს შემთხვევაშიც ესე იყოს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში