workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: ”მინდა ”ბარსა” ყველაზე ტიტულიანი კლუბი იყოს”

ჩავი: ”მინდა ”ბარსა” ყველაზე ტიტულიანი კლუბი იყოს”

წელს ჩავისთვის ”ბარსაში” თამაშის მე-13 სეზონია. მან ”ბარსას” შესახებ ყველაზე მეტი იცის. ”ვიცით, რომ ”ბარსა” ყველა ჩვენ ვართ, ამიტომ ვცდილობთ ძალიან კარგად ვითამაშოთ” – განაცხადა ჩავიმ.

 – წლების წინ თქვენ თქვით: ”თუ ”ბარსაში” თავს შეუცვლელად ჩათვლი, ბოლო მოგეღება”. ეხლა თავს შეუცვლელად არ გრძნობთ?

 – არა, არა და არა! ამას ჩვენ მოედანზე ვხედავთ. როცა მოედანზე მესი არ არის, ჩვენ ის ძალიან გვჭირდება. იგივე იქნება ვილიას, ინიესტას, პუიოლის არყოფნის დროს. შეუცვლელები არ არსებობენ.

 – ამდენი წარმატების შემდეგ ადვილი არ იქნება ცივი გონებით ყველაფრის გაანალიზება და ისევ მოკრძალებულად დარჩენა.

 – ჩემი აზრით ეს ადამიანის შინაგანი თვისებაა. ეს დაკავშირებულია ოჯახთან, რომელმაც გაგზარდა. აქ ყველა ერთნაირები ვართ: მოკრძალებულები და მშრომელები. მიუხედავად ამდენი წარმატებისა კიდევ გვიხარია ერთად ვარჯიში. ზოგჯერ თავი ”ბარსას” ახალგაზრდულ გუნდში მგონია, როცა ყველას რაღაც აქვს დასამტკიცებელი და მაქსიმალურად იხარჯებიან. ყველანი ბედნიერები ვართ. საჭიროა გავაგრძელოთ იგივე სტილში მუშაობა.

 – არ ფიქრობთ, რომ ”ბარსას” წარმატება გამოიწვია იმ 20-მა ბიჭმა, რომელიც მოედანზე ფეხბურთზე შეყვარებული გამოდიან და ისე თამაშობენ ყველა მატჩში, თითქოს ფინალი იყოს.

 – ეს გადამწყვეტი მომენტია. ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ ეს მონდომება. პეპი ამას ითხოვს ჩვენგან და ეს ჩვენ გვაქვს. დიდი პატივია ”ბარსაში” მუშაობა.

 – ხშირად ამბობენ, რომ მწვრთნელი ფსიგოლოგი უნდა იყოს, რომელიც გუნდს ერთ მთლიან ორგანიზმად გადააქცევს. თითონ კოლექტივშიც ესეთი ბიჭები უნდა იყვნენ?

 – დიახ. ვეტერანები უნდა ეხმარებოდნენ ახალგაზრდა, დამწყებ ფეხბურთელებს გუნდში ადაპტირებისთვის. გუნდში 4 კაპიტანი გვყავს, თუმცა ხმის უფლება ყველას აქვს და არავინ არავის არ ეუფროსება. ერთმანეთს ვენდობით და ერთად განვიხილავთ ყველა საკითხს. როცა რომელიმე ჩვენგანს პრობლემა აქვს ყველა ვეხმარებით.

 – შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ კოლექტივში თავს ყველაზე კარგად გრძნობთ?

 – კი, მე ძალიან ბედნიერი ვარ. კარგი ატმოსფერო გვაქვს გუნდში და ბიჭებიც კარგი გვყავს. მთავარი ისაა, რომ ერთად ძალიან კარგად ვმუშაობთ.

 – პეპის თანაშემწეების უმეტესობა კატალონიელია, დანარჩენი ადრე მასთან მუშაობდა. ეს მნიშვნელოვანია?

 – პეპი ძალიან ჭკვიანია და იცის ვისთან ერთად იმუშაოს. ამიტომ ჩვენი ექიმი შეიძლება საუკეთესო ექიმია ”ბარსასთვის”. ყველაფერი აქ ერთიანია და ისეთი შეგრძენბაა, რომ ამაზე უკეთეს ვერ ვნახავდით. ეს ფანტასტიკაა.

 – არ შემიძლია, რომ არ გკითხოთ ”ოქროს ბურთზე”. ბევრი თვლის, რომ ეს პრიზი თქვენ გეკუთვნით, თქვენ კი სულ ამბობთ, რომ საუკეთესო მესია.

 – მე არ ვიტყუები. არის ერთი ფეხბურთელი, რომელიც ყველას ჯობნის. ვიტყვი კიდეც, რომ მისნაირი ფეხბურთელი ცხოვრებაში არ მინახავს. ის ბრწყივალეა და როგორც პეპი იტყვის მოედნის ყველა ადგილზე ეფექტურია. ის სწრაფი და ძლიერია, მას აქვს ყველაფერი. მისნაირები საუკენეში ერთხელ იბადებიან. იმით თუ ავირჩევთ საუკეთესოს, თუ ვინ რა ტიტული მოიგო შეიძლება ეს ჯილდო რომელიმე ესპანელმა ფეხბურთელმა აიღოს. მესი ერთი თავით ზემოდ არის, მაგრამ კარგი იქნებოდა ესპანელს აეღო ”ოქროს ბურთი”. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ ჯილდოზე ნომინირებული.

 – ოდესმე წარმოგიდგენიათ თუ როგორ გაძლევენ ჯილდოს?

 – არა, მართლა არ წარმომიდგენია. ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ ამაზე არ მიოცნებია. შეიძლება იოცნებო როგორ გაძლევენ ჩემპიონთა ლიგის, პრიმერას თასებს.

 – აცნობიერებთ, რომ უკვე ”ბარსას” ლეგენდა ხართ და ცოტა ხანში გადაასწრებთ თამაშების რაოდენობით მიგელს?

 – დიახ, ეს ჩემი ერთ-ერთი მიზანია. ეს კარგი იქნებოდა, გახდე თამაშების რაოდენობით კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი. მომწონს ამ მიზნისკენ სვლა, კლუბთან ერთად ტიუტულების მოგება. ძალიან მინდა ”ბარსა” მსოფლიოში ყველაზე ტიტულიანი კლუბი იყოს.

 – უყურებთ თამაშებს თქვენი მონაწილეობით?

 – დიახ, ვუყურებ ხოლმე. თამაშების შემდეგ დაძინება მიჭირს და ამ დროს ვუყურებ განმეორებებს. იქამდე არ მივსულვარ, რომ ჩემი თამაშები ჩავწერო, მაგრამ ვუყურებ თამაშებს და მიმოხილვებს.

 – მოგწონთ თამაშები საკუთარი მონაწილეობით?

 – დიახ, მაგრამ რაღაცა გასაუმჯობესებელი ყოველთვის მაქვს. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ და სულ ვამბობ ”აქ უკეთ შემეძლო თამაში”. თუ ვხედავ, რომ გუნდი თავის სტილში თამაშობს ვაღიარებ, რომ კარგად ვითამაშეთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში