workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანი: “გოლები მოვა”

ბოიანი: “გოლები მოვა”

უკვე რამდენიმე ტურია, რაც “ბარსას” მთელი ხელმძღვანელობიდან დაწყებული, უკანასკნელი გულშემატკივრით დამთავრებული, ბოიანს ამაოდ შევსციცინებთ თვალებში და ველოდებით იმ ბედნიერ წამებს, როცა კრკიჩი გვასახელებს და მეტოქის კარს დალაშქრავს, მაგრამ არ დაგვადგა საშველი. ჟურნალისტემბაც არ დააყოვნეს და ამ ფაქტთან დაკავშირებით თავად ბოიანს დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა.
კრკიჩმა ყოველგვარი მიკიბვ–მოკიბვის გარეშე მოუჭრა ჟურნალისტს და განაცხადა: “ვიცი, რომ “ბარსას” ფანობა შეწუხებულია და მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ გოლები ვერ გამაქვს და მესმის მათი, მაგრამ არც მთლად ურიგოდ ვასპარეზობ, ჩემი აზრით. გუნდთანაც კარგად ვარ შეთამაშებული და შეცდომებსაც იშვიათად ვუშვებ. მესმის, რომ შეტევების დაგვირგვინება სწორედ ჩემი ვალია, მაგრამ მინდა დავამშვიდო გულშემატკივრები და ვუთხრა, რომ გოლები მალე მოვა”.
ბოიანის ამ კომენტარის შემდეგ რატომღაც მუჰამედი გამახსენდა, რომელთანაც ერთ–ერთი თქმულების თანახმად, მთა მიდიოდა თავისით. მოგეხსენებათ, ჩვენი ჯეელი კრკიჩი არც მუჰამედია და არც ყოვლისშემძლე ბრიუსი. იგი ერთი ჩვეულებრივი კანტერანოა, რომლისაც თავიდან ძალიან ეიმედებოდათ “ბარსას” ხელმძღვანელობაში, დღეს კი ცოტა არ იყოს გაწბილებულნი არიან და თუ კრკიჩმა არ მოუმატა, შესაძლოა პეპის გადამკიდე, “ბარსა ბ”–ც მოსანატრებელი დაურჩეს.
ჩვენ კი ვიმედოვნოთ, რომ ბოიანი სწორედ ისე გაირჯება, როგორც კატალონურ გუნდს შეჰფერის. მოინდომებს და გოლებსაც “მოიყვანს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში