workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: ”ჩვენ ყველაზე მეტ საგოლე მომენტს ვქმნით”

ვილია: ”ჩვენ ყველაზე მეტ საგოლე მომენტს ვქმნით”

ამჟამად ვილია კონცენტრაცია ესპანეთის ეროვნულ ნაკრებზე აქვს გადართული. სანამ ნაკრებში გაემგზავრებოდა მან ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. ის არ ღელავს დაკარგული ქულების გამო. ”მთავარია, რომ საგოლე მომენტებს ვქმნით. გოლების გატანას უახლოეს მატჩებში დავიწყებთ” -განაცხადა დავიდმა.
სახლში 5 ქულის დაკარგვის გამო პრესამ ”ბარსას” შეტევითი ხაზის კრიტიკა დაიწყო. ”ჩვენ დავკარგეთ ეს ქულები და შევეცდებით მომავალში იგივე არ განმეორდეს”.

წინ!
”ბარსას” ფორვარდი აგრძელებს: ”არ არის გუნდი, რომელიც ჩვენზე მეტ საგოლე მომენტს ქმნის. ჩვენ ვერ შევძელით ამ მომენტების გოლად გადაქცევა. საქმე ისაა, რომ ჩვენ არ გვიჭირს მომენტის შექმა, უბრალოდ მოვიკოჭლებთ მათ გამოყენებაში”.

შექება ბოიანს
ბოიან კრიკიჩს მიმდინარე სეზონში გოლი არ გაუტანია. ვილია დარწმუნებულია, რომ ეს დროის საკითხია: ”ის კარგად თამაშობს, მას აკლია გოლი. ”მშრალი” სერია ყველა ფორვარდს მოსდის. ბოიანი ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი ფორვარდია. ის ამ სეზონში კიდევ ბევრ გოლს გაიტანს”.

”ვალენსიას” ლიდერობა
ვილიას ყოფილი კლუბი, ”ვალენსია” პრიმერა დივიზიონის ლიდერია. ”ამჟამად ”ვალენსია” პრიმერა დივიზიონის სათავეშია. სეზონის დასრულებამდე კიდევ ბევრი დროა”.

ჩავის დაბრუნება
ჩავის მოედანზე დაბრუნებას ვილია მოუთმენლად ელის: ”ჩავის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, რომ მის ტრავმას რაიმე რეციდივი არ მოჰყვება”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში