workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი, ვილია და ვალდესი დააჯილდოვეს

მესი, ვილია და ვალდესი დააჯილდოვეს

ვიქტორ ვალდესი, ლეო მესი და დავიდ ვილია გახდნენ შესაბამისად ზამორას, პიჩიჩის და ზარას თასის მფლობელები.

ვიქტორ ვალდესისთვის ეს უკვე მესამე ზამორაა. წინა სეზონში მან 38 მატჩში 24 გოლი გაუშვა. მესის გადაეცა პიჩიჩის თასი, პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირობისთვის (34 გოლი). პრიმერას ესპანელი საუკეთესო ბომბარდირი დავიდ ვილია გახდა (21 გოლი) და დაეუფლა ზარას თასს.

ფეხბურთელების სურვილია ამ სეზონში განიმეორონ იგივე მიღწევები. ”შენ ცდილობა ყოველთვის მეტი გოლი გაიტანო. ვნახოთ ლეო მე და ჩემი რომელიმე თანაგუნდელი თუ წაგართმევთ ამ თასს” – განაცხადა ვილიამ. ლეო მესიმ განაცხადა: ”იგივე შედეგის განმეორება რთული იქნება, ძალიან მინდა ამ სეზონში პიჩიჩის ტიტული რომელიმე ”ბარსას” ფეხბურთელმა აიღოს”.

ლეო მესის ჰკითხეს რომელი მისი გოლი იყო საუკეთესო წინა სეზონში. ”რთულია 34 გოლში რომელიმე ამოირჩიო, მაგრამ ”სარაგოსას” კარში გატანილ გოლს გამოვყოფდი”. 21 მარტს ”სარაგოსასთან” მატჩში ლეომ სამი გოლი გაიტანა. მესიმ მოგვიანებით თქვა: ”ყველა გატანილი გოლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში