ორშაბათს, ”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ”ნოუ კამპის” მინდვრის საფარი შეიცვლება. ოფიციალურ განცხადებაში თქვეს, რომ ეხლანდელი საფრის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. ამის გამო სასწრაფოდ იწყება ახალი საფრის დაგება. ამ პროცედურას ხელს შეუწყობს სანაკრებო მატჩების გამო გამოწვეული შესვენება. ახალი საფარი 16 ოქტომბერს დაგებული უნდა იყოს.
დღევანდელი ვარჯიში 4 ძირითადი გუნდის ფეხბურთელის გარეშე ჩატარდა
ხავი და პედრო ტრავმირებულებია. ბოიანი და ხეფრენი გაემგზავრენ ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა ფილიალის ხუთმა ფეხბურთელმა მიიღო. ესენი არიან: მასილი, ილიე, კარლეს პლანასი, ედუ ორიოლი და მარტი რივეროლა. გუნდი ფიზიკური კონდიცეიბის აღსადგენ ვარჯიშებს ატარებდა. გვარდიოლამ დღეს ფეხბურთელებთან ძალიან ბევრი ისაუბრა. მან ფეხბურთელებს ”მალიორკასთან” მატჩის დავიწყება სთხოვა.



