workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონა:”სამხრეთ აფრიკაში მესის იმედი მაქვს”

მარადონა:”სამხრეთ აფრიკაში მესის იმედი მაქვს”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ მას სურს ლეო მესი სამხრეთ აფრიკაში საუკეთესო იყოს.”მე ძალიან გამიჭირდა განაცხადის გაკეთება, მაგრამ შევძელი და შევარჩიე 23 საუკეთესო ფეხბურთელი. ძანეტისა და კაბიასოზე ყველაფერი გადავწყვიტე, რაც შეეხება ფერნანდო გაგოს, მას არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა ამ სეზონში და ვწუხვარ, რომ ვერ წამოვა სამხრეთ აფრიკაში. იმედი მაქვს, რომ არ დამიშვია შეცდომა განაცხადის შედგენის დროს. მე ვიცი, რომ დავტოვე ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კარგად შეუძლიათ თამაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ვერ ითამაშებს მუნდიალზე.” მესისთან დაკავშირებით კი განაცხადა: “რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო იყოს? ჩვენ, არგენტინელები ვამაყობთ ლეოთი,მე მისი იმედი მაქვს სამხრეთ აფრიკაში,” დაასრულა მარადონამ.

 

წყარო:elmundodeportivo.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში