ესპანური ”ბარსელონას” ფეხბურთელმა, პედრო როდრიგესმა განაცხადა, რომ გუნდს კიდევ ბევრი აქვს სამუშაო იდეალურ ფორმაში ჩასადგომად. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ”ბარსელონა” მომენტების რეალიზაციაში მოიკოჭლებს.
პედრო როდრიგესი: ”ჩვენ უფრო ზუსტები უნდა ვიყოთ სახიფათო ეპიზოდის დასრულების მომენტში. გუნდი ცდილობს შექმნას ბევრი მომენტი, რომ მიწანააღმდეგის კარი დალაშქროს, როგორც ეს ყაზანის ”რუბინთან” მატჩში ხდებოდა. სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ ვარჯიშებზე ყურადღება. ჩვენი მოწინააღმდეგეები სულ უფრო და უფრო უმატებენ დაცვითი სტილით თამაშს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ”ბარსელონას” მოგებები უფრო ურთულდება”.



