მას შემდეგ რაც არგენტინელ ვარსკვლავს, ლეო მესის ოქროს ბუცი გადასცეს, ”ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა კომენტარი გააკეთა და გამოთქვა სურვილი, რომ ლეო დარჩეს კლუბში ”მთელი ცხოვრება”. მისი სიტყვები ერთობ გულის ამაჩუყებლად ჟღერდა, მან უთხრა ლეო მესის:”ჩვენ არასოდეს გაგიშვებთ, შენ იქნები ჩვენს გვერდით მთელი შენი ცხოვრება. ლეო – ეს მთელი ”ბარსელონას” სახელია, მინდა მადლობა გადაგიხადო. შენ ნამდვილად დაიმსახუერე ეს პრიზი, ხარ ამ კლუბის ერთგული და პატივს სცემ ყველას. შენ მოიგე ოქროს ბუცი და ამასთანავე გახდი წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. მადლობა, რომ ხარ ასეთი ადამიანი, შენ არამარტო ფეხბურთელი, არამედ ოქროს პიროვნებაც ხარ”.
ლეო მესის დაჯილდოვებას ესწრებოდნენ მისი თანაგუნდელები: კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი.
პუიოლი:”მესი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. მას თავმდაბლობა ეხმარება, რომ იყოს საუკეთესო”.
”ბარსას” საბჭოს მრჩეველ მიგელს სულაც არ გაკვირვებია მესის ასეთი წარმატება:” ლეო მე მეტად ვეღარ გამაკვირვებს, მან ეს მოახერხა პირველ დღეს, როდესაც მე ის ვნახე. დღეს მან ყველანი აგვაღელვა, ის საუკეთესოა მსოფლიოში. მინდა ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო მომავალში, ეს მან ნამდვილად დაიმსახურა”.
მინდა მეც მივულოცო ლეოს ასეთი წარმატება. მჯერა, რომ ის არასოდეს დაგვტოვებს.



