workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რუბინი” 1:1 “ბარსელონა” – მიმოხილვა

“რუბინი” 1:1 “ბარსელონა” – მიმოხილვა

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ დასრულდა მატჩი ყაზანის “რუბინსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის, სადაც გუნდებმა თითო–თითო გოლის გატანა მოახერხეს…

“რუბინის” ახალმა კაპიტანმა, ქრისტიან ნობოამ ანგარიშის გახსნა თამაშიდან ნახევარ საათში, თერთმეტმეტრიანის გამოყენების წყალობით მოახერხა. შესვენების შემდეგ კი ასევე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გოლის გატანა ახლა უკვე “ბარსას” თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ შეძლო. მთელი მატჩის განმავლობაში “ბარსა” ყაზანელთა ნახევარზე იმყოფებოდა. თამაშის დაწყებამდე როგორც თავად “რუბინელები” აღნიშნავდნენ, მათ ყურადღება დაცვაზე და კონტრ–შეტევებზე გაამახვილეს, რამაც შედეგი გამოიღო.

მიმოხილვა

“ბარსელონას” მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ სასტარტო შემადგენლობაში არ შეიყვანა ლეო მესი, რომელსაც კოჭის ტრავმა აწუხებდა. დავიდ ვილიამ კი ანდრეს ინიესტასთან, პედრო როდრიგესთან და ჩავი ერნანდესთან ერთად თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. ეს ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ ყაზანელთა კარის აღებას. მათ კი ზურგს ორი ისეთი საყრდენი ნახევარმცველი უმაგრებდათ, როგორიცაა სერხიო ბუსკეცი და ხავიერ მასკერანო.

ალბათ ყველამ საკუთარი თვალებით ნახა, რომ “რუბინმა” უპირატესობა დაცვით თამაშს მიანიჭა. თათრები “ბარსას” მთელი მატჩის განმავლობაში სივრცეებს მაქსიმალურად უკეტავდნენ, რაც ანგარიშზეც აისახა. პირველ ნახევარში გოლის გატანის შანსი, პედროს საოცარი პასის შემდეგ, დავიდ ვილიას ქონდა, მაგრამ მისმა დარტყმულმა მიზანს ვერ მიაღწია და ბურთი ბადეს გარედან მოხვდა.

ამ მომენტის შემდეგ მალე “რუბინმა” პენლის დარტყმის უფლება მოიპოვა. ეს მოხდა თამაშის დაწყებიდან 30–ე წუთზე. ვიტალი კალეშინი საჯარიმოში ბურთის დაუფლებას ცდილობდა, როდესაც დანი ალვესმა მის წინაამღდეგ წესები დაარღვია და მას დარტყმის საშუალება არ მისცა. პენლის დარტყმა თავის თავზე გუნდის კაპიტანმა, ქრისტიან ნობოამ აიღო. მისი დარტყმული ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ არა აუღებელი. ვალდესმა კუთხე გამოიცნო, ბურთს ხელიც კი წაარტყა, მაგრამ ამაოდ.

გოლის შემდეგ შესვენებამდე ღირებული არაფერი მომხდარა. შესვენება დასრულდა, გუნდები მოედანზე გამოვიდნენ და მატჩი განახლდა. სულ რაღაც 14 წუთი იყო გასული, როცა ანდრეს ინიესტა ყაზანელების საჯარიმოში იყო შესული და ქართველმა ლეგიონერმა, ლაშა სალუქვაძემ იგი წააქცია. ამჯერად თერთმეტმეტრიან ნიშნულთან მისვლა “ბარსას” თავდამსხმელს, დავიდ ვილიას მოუწია. ვალდესის მსგავსად “რუბინელთა” მეკარემაც გამოიცნო დარტყმის კუთხე, მაგრამ ესპანელს მაინც ვერ აჯობა. ანგარიში გათანაბრდა!

დღეს, მოედანზე არგენტინელი ლეო მესიც ვიხილეთ, რომლის თამაშიც საეჭვო იყო იქამდე, სანამ მოედანზე არ შემოვიდოდა. რა შეიძლებოდა დაეპირისპირებინა “რუბინს” ამ ცვილებისთვის? მოედანზე “რუბინის” ახალწვეული, ობაფემი მარტინსი გამოჩნდა. მის აქტიურობას კი ვიქტორ ვალდესის კარში კინაღამ კიდევ ერთი გოლი მოჰყვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში