workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნავასი: ”არ მინდა, რომ მესიმ ითამაშოს”

ნავასი: ”არ მინდა, რომ მესიმ ითამაშოს”

”რუბინის” მცველმა, სესარ ნავასმა აღიარა, რომ არ სურს მისი გუნდის წინააღმდეგ ლეო მესის თამაში. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ლეო მესის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
სესარ ნავასი: ”სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება მატჩი, რომლის მოგება ფაქტობრივად შეუძლებელია. ”ბარსელონა” გამოკვეთილი ფავორიტია. თუმცა ჩვენ თვალწინ გვიდგას შარშანდელი გამარჯვება და ოთხშაბათს მოედანზე იგევეს განმეორების მიზნით გამოვალთ. ”რუბინი” ახლახანს რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. მათ ადგილზე ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ. ამის გამო ჩვენ დრო გვჭირდება, რათა ერთმანეთს შევეგუოთ. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში  შევებრძოლებით ”ბარსელონას”. რაც შეეხება მესის,  არ მინდა, რომ მან ითამაშოს. მისი შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია, როცა ის პირისპირ გიდგას. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ოქროს ბურთი ლეო მესის ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ ჩავი და ინიესტა არაჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში