ლონდონის “არსენალის” კაპიტანმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ “ბარსაში” თამაში მას ძალიან სურს და დაპირდა კულეებს, რომ ბლაუგრანას მაისურს მოირგებს.მისი თქმით, ინგლისის დატოვების შემდეგ, იგი მხოლოდ კატალონიაში ითამაშებს.
“თუ დავტოვებ “არსენალს”, მხოლოდ “ბარსელონას” მაისურს მოვირგებ. იქ დაბრუნება ჩემი სურვილია და იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. ამ დროისთვის, “მეთოფე” ვარ, თუმცა მომავალში რა მოხდება არავინ იცის”–განაცხადა ფაბრეგასმა.
ფაბრეგასის აზრით, “ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ყველა ფეხბურთელის ოცნებაა კატალონიაში თამაში. მან ხაზი გაუსვა პრესაში გავრცელებულ ჭორებსაც, რომლის თანახმადაც ჩესკი უკვე “ბარსას” ფეხბურთელი იყო.
“ჯერ არანაირი კონტრაქტისთვის არ მომიწერია ხელი. მინდა ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატამდე გაირკვეს, რადგან სამხრეთ აფრიკაში მშვიდად ვითამაშო.მე ჯერ 23 წლის ვარ და მთელი კარიერა წინ მაქვს, თუმცა “ბარსაში” თამაში ყველა ფეხბურთლის ოცნებაა და მინდა რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს ყველაფერი”– განაცხადა სესკმა.
წყარო : http://www.sport.es/