workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა ბ”-მ სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა

“ბარსა ბ”-მ სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ლიგა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ “ბარსა ბ”-მ საპრიზო ადგილი დაიკავა. ეუსებიო საკრისტანის შეგირდები მე-3 ადგილზე გავიდნენ.

“ბარსა ბ”-მ მე-3 ადგილი 42 ტურში მოპოვებული 66 ქულით დაიკავა. ეს ამ გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა.

იმის გამო, რომ “ბარსა ბ” “ბარსელონას” მე-2 გუნდია, მას პრიმერაში გადასვლის უფლება არ აქვს. ამის გამო, პრიმერას საგზურისთვის ბრძოლას “მურსია”, “სპორტინგი”, “ლას პალმასი” და “კორდობა” განაგრძობენ, რომლებიც ფლეი ოფში ერთ საგზურს გაითამაშებენ. პრიმერაში თამაშის უფლება უკვე მოიპოვეს “ეიბერმა” და “დეპორტივომ”.

რაც შეეხება ქვედა ოთხეულს – სეგუნდა დივიზონ ბ-ში “მირანდესი”, “რეალ მადრიდ კასტილია”, “ხაენი” და “ერკულესი” გავარდნენ. სწორედ “ერკულესი” დაამარცხა “ბარსა ბ”-მ ბოლო ტურში, ანგარიშით 2:1. კატალონიელთა მხრიდან გოლები მუნირ ელ ჰადადიმ და ბანიაკმა გაიტანეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward