“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ჯონათან სორიანო, რომელიც ახლა “რედ ბულ ზალცბურგის” ფერებს იცავს, დარწმუნებულია იმაში, რომ “სელტას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კატალონიური კლუბის გაწვრთნის შემთხვევაში წარმატების მიღწევას შეძლებს.
“ბარსელონას” ახლა სჭირდება სპეციალისტი ძლიერი ხასიათითა და ნათელი სათამაშო კონცეფციებით. ყველამ იცის, რომ ლუის ენრიკეს ეს ყველაფერი აქვს. მან იცის, თუ როგორ იმუშაოს ვარსკვლავებთან. “რომაში” მას თავდაპირველათ ფრანჩესკო ტოტისთან უთანხმოება ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მათ შორის მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ყველა კმაყოფილი იყო მათი.” – განაცხადა სორიანომ.
შეგახსენებთ, რომ სორიანო “ბარსელონა ბ”-ში ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით 2009-დან 2011 წლამდე თამაშობდა.



