workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სიკვდილა” მალე მამა გახდება

“სიკვდილა” მალე მამა გახდება

ესპანეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, “მსოფლიო ჩემპიონატის” გმირი, ანდრეს ინიესტა 2011 წლის გაზაფხულისთვის ბავშვს ელოდება…

ცოტა ხნის წინ ეს ფაქტი ანდრესმა საკუთარ Facebook-ის გვერდზეც დაადასტურა:

“გამარჯობა ყველას! ჩემი მომავალი შვილის შესახებ უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა. მე მხოლოდ მინდა, რომ დავადასტურო ეს ჭორები და გითხრათ, რომ ამ ფაქტით ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ არ მინდა, რომ ეს საკითხი ასე საჯაროდ განიხილებოდეს. ეს ამბავი ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის პირადულია და არ გვინდოდა, რომ ასე გავრცელებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ სხვაგვარად მოხდა. იმედია ყველა გაგვიგებთ. დიდი მადლობა ყველას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ”.

…და მაინც, მოდით ყველამ ერთად მივულოცოთ ანდრესს!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში