workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბატისტა: “მესის იაპონიასთან თამაში სურს”

ბატისტა: “მესის იაპონიასთან თამაში სურს”

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის პოსტის შემსრულებელი სერხიო ბატისტა ფიქრობს, რომ ლიონელ მესი მოასწრებს გამოჯანმრთელებას და შეძლებს იაპონიასთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მიღებას.
“მე ვესაუბრე ლიონელს. მას თამაში სურს. პირველ რიგში ექიმებს უნდა გავესაუბრო. არ მინდა მესიმ იაპონიასთან მატჩში ტრავმირებულმა ითამაშოს. პატივს ვცემ “ბარსელონას” და ვიცი, რომ ამ კლუბს ლეო ძალიან სჭირდება. სწორედ ამიტომ თუ რაიმე სარისკო იქნება, არგენტინელი თავდამსხმელი ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.” –ციტირებს ბატისტას სიტყვებს მადრიდული გამოცემა Marca.
როგორც მოგეხსენებათ მესიმ ტრავმა “ატლეტიკოსთან” მატჩისას მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში