“ბასრსელონას” არგენტინელმა ფორვარდმა, ლეო მესიმ დღეს, “კალდერონზე”, ტომაშ იუფალუშის დარტყმის შემდეგ ფეხზე სერიოზული დაზიანება მიიღო. ეს სწორედ იმ მომენტში მოხდა, როდესაც მესის კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო. შეგახსენებთ, რომ დღეს არგენტინელმა გოლის გატანაც შეძლო.
თამაშის წესების დარღვევისთვის იუფალუში მოედნიდან გააძევეს, მაგრამ მესის ეს არაფერს არ მატებს. მატჩის შემდგომ პრეს–კონფერენციაზე პეპ გუარდიოლამ განაცხადა: “ექიმები ფეხზე მოტეხილობას გამორიცხავენ, მაგრამ დაწვრილებით ყველაფერს ხვალ გაიგებთ”.
ამ სურათში ძალიან კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია ლეოს კოჭი.




