რა მოხდა 2050 დღის წინ?

რა მოხდა 2050 დღის წინ?

საქმე ეხება მოვლენას, რომელიც “ბარსელონას” შემთხვევაში ძალიან იშვიათდ ხდება, ბოლოს ასეთი რამ 2050 დღის წინ დაფიქსირდა. საუბარია ოთხშაბათის უგოლო მატჩზე, შაბათის უგოლო მატჩზე. ჯამში ზედიზედ ორი მატჩი სადაც “ბარსამ” გოლის გატანა ვერ მოახერხა. ასეთი რამ არ მომხდარა მის შემდეგ რაც პეპ გვარდიოლამ თავისი სადებიუტო სეზონზე, მწვრთნელის რანგში რიგით მეორე და მესამე თამაში ჩაატარა. (2008/09 წლების სეზონი, პირველი უგოლო მატჩი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი – “ვისლა” 1-0 “ბარსელონა”. მეორე მატჩი – ლა ლიგა “ნუმანსია” 1-0 “ბარსელონა”). თუმცა ყველამ კარგად იცის იმ სეზონის დასასრული.

გარდა ამისა შაბათის მარცხის შემდეგ, ტატა მარტინოს გუნდს ლა ლიგის ამ სეზონზე უკვე ხუთი მარცხი დაუგროვდა, ეს რაოდენიბა “ბარსას” ბოლო ორი წლის მარცხის ჯამის ტოლია. პეპ გვარდიოლამ თავის ბოლო 2011/12 წლების სეზონზე სამი მატჩი წააგო (“ხეტაფესთან” 1-0, “ოსასუნასთან” 3-2, “რეალთან” 1-2), ხოლო გასულ 2012/13  წლების სეზონზე ტიტო ვილანოვამ ორი მარცხი იწვნია (“რეალ სოსიედადი” 3-2, მადრიდის “რეალი” 2-1).

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი