კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი უკვე ოცნებობს პრიმერა დივიზიონის ზედიზედ მეორედ მოგებასა და ამის “კამპ ნოუზე” აღნიშვნაზე.
“ჩვენს გვსურს სამი ქულის აღება და ჩემპიონატის გამარჯვებულის რანგში ყოფნა “კამპ ნოუზე”. მომდევნო მატჩი ძალიან რთული იქნება და მეტოქემ შესაძლოა არაერთი პრობლემა შეგვიქმნას. მთელი გუნდი უკვე ოცნებობს გამარჯვებაზე, მაგრამ ეს არც ისე ადვილია, როგორც ბევრს გონია”, – ლიონელ მესის სიტყვები მოჰყავს “სპორტ-ესპრესს”.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ კატალონიის “ბარსელონა” ერთი ქულით უსწრებს მადრიდის “რეალს”. იმ დროისთვის, როცა მოქმედი ჩემპიონები “ვალიადოლიდს” უმასპინძლებენ, მადრიდული კლუბი გასვლაზე შეხვდება “მალაგას”. ორივე მატჩი კვირას, 21:00-ზე დაიწყება.
წყარო: Soccer.ru