workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზლატან იბრაჰიმოვიჩი & არიგო საკი (+video)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი & არიგო საკი (+video)

 შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდასხმელმა, ზლატან იბრაგიმოვიჩმა, რომელიც დღესდღეობით “მილანის” რიგებში ირიცხება იჯარის წესით, ჩემპიონთა ლიგაზე ოსერის წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. თუმცა ეს სტატია არა შვედის გოლებს, არამედ ამ მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტს ეხება, რომელშიც თავად ფეხბურთელი და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ახლა უბრალოდ ფეხბურთის კომენტატორი, არიგო საკი მონაწილეობენ…

[media=http://www.youtube.com/watch?v=PI2sEhR6BQY]

 ჟურნალისტი – თავს როგორ გრძნობთ? პირველი ტაიმი ცუდად ჩაამთავრეთ, მაგრამ შემდეგ პატარა შოუ დაგვიდგით… როგორ ფორმაში იმყოფებით?

ზლატანი – პირველი ტაიმი მართლაც ვერ ვითამაშეთ. მთელი გუნდი ვცდილობდით, მაგრამ ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ. მეორე ტაიმში ყველაფერი უფრო ადვილად გამოგვდიოდა, რადგან სივრცე უფრო მეტი მოგვეცა. პიველ ტაიმში თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს “მილანის ფეხბურთელი არ ვყოფილიყავი. ეს ალბათ ნორმალურია, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მეორე მატჩი ჩავატარე ამ კლუბის მაისურით. პირველი თამაშისას სახლში 100%-ით ვერ დავიხარჯეთ.

ჟურნალისტი – გოლების გატანის შემდეგ თავი როგორ იგრძენით? ეს ხომ პირველი გოლები იყო ამ მაისურით. თავდაჯერებულობა არ გაკლიათ, მარგამ მაინც უფრო მეტი დააგროვეთ…

ზლატანი – ეს ნორმალურია, როდესაც გოლს იტან და თავდაჯერებულობას იმყარებ. მეორე გოლის შემდეგ ვიგრძენი, რომ ჩემი თამაში ვიპოვე.

ჟურნალისტი – ისინი იძახდნენ, რომ შენ გუნდისთვის მნიშვნელოვან როლს არ ასრულებთ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ამ საღამოს ყველანი გააჩუმეთ და ორი გოლი გაიტანეთ…

ზლატანი – არ ვიცი რას იძახიან, მარგამ მე 100%-ით დავიხარჯე და საჭირო მომენტიც ვიპოვე. ისინი ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, უბრალოდ შურიანები არიან.

სტუდიიდან – ზლატან, ზლატან!

ჟურნალისტი – საკიმ განაცხადა, რომ იმ გასაოცარი პასის გარეშე პირველ გოლს ვერ გაიტანდით…

ზლატანი – შესაძლოა, მაგრამ, როგორც ჩანს, საკი სწორედ იმ შურიანი ხალხის რიცხვს მიეკუთვნება. ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს მხოლოდ ტელევიზიაში და გაზეთებში. თუ მას რამის თქმა სურს ჩემთვის, უნდა მოვიდეს და პირისპირ მითხრას.

სტუდიიდან – ის ხომ კომპლიმენტი იყო!

ზლატანი – კი, კი, მაგრამ ის ჩემი “ბარსელონაში” ყოფნის დროსაც კი ჩემზე ბევრს საუბრობდა.

საკი – მაგრამ მე უნდა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, ასე არ არის?

ზლატანი – კი, მაგრამ თუ რამის თქმა გინდა, მოდი და მითხარი. ტელევიზიით ნუ მელაპარაკები.

საკი – მე არც არაფერი არ მინდა… მათ მკითხეს და მეც ვუპასუხე რასაც ვფიქრობდი. არავის წყენინება არ მინდოდა…

ზლატანი – არ მაინტერესებს, მაგრამ როდესაც ვინმე ბევრს ლაპარაკობს, ის მე არ მომწონს და შენც მათ რიგებში მოხვდი უკვე.

სტუდიიდან – ეს შენი მხრიდან ნამდვილად ულამაზოა, ზლატან!

ზლატანი – მე ეს საუბრები ბარსელონაშიც კი მესომოდა…

სტუდიიდან – შენ არავის გაუკრიტიკებიხარ, უბრალოდ მან აზრი გამოთქვა. შესაძლოა ეს შენი გამოსახედიდან არ არის სასიამოვნო, მაგრამ ჩვენ ამის უფლება ნამდვილად გვაქვს…

ზლატანი – მაგრამ ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ. მე “ბარსელონაშიც” მაკრიტიკებდნენ ტყუილუბრალოდ. ეგ არაფერია, რაც გინდათ ის იფიქრეთ… მე ჩემს ფეხბურთს ვითამაშებ. თუ არ მოგწონთ, ნუ მიყურებთ.

სტუდიიდან – მინდა გითხრა, რომ მას(საკის) შენზე ამ საღამოს კარგის მეტი არაფერი უთქვამს…

საკი – ეს მხოლოდ და მხოლოდ მოსმენის და ზრდილობის საკითხია… მე ჩემი აზრი დავაფიქსირე…

ზლატანი – კარგი, შენ არაფრის ახსნა არ მოგეთხოვება. თავს ნუ იმართლებ!

საკი – მაგრამ მე უნდა ვთქვა სათქმელი და შენ ეს უნდა შეიგნო…

ზლატანი – კარგი, კარგი…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში