workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი “კალდერონზე” არ ითამაშებს

აბიდალი “კალდერონზე” არ ითამაშებს

”ბარსელონას” მარცხენა მცველი ერიკ აბიდალი გამოტოვებს კვირას მადრიდის ”ატლეტიკოსთან” მატჩს. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა. აბიდალმა შაბათს გუნდთან ერთად არ ივარჯიშა. ამის მიზეზი არა ტრავმა, არამედ პირადული პრობლემებია. დანარჩენი 18 ფეხბურთელი გვარდიოლას განკარგულებაშია. მათთან ერთად დღეს ”ბარსა ბ”_ს რამდენიმე ფეხბურთელმა ივარჯიშა. ესენი არიან რივეროლა, პლანასი, არმანდო და როჩინა. ხეფრენი დღეს გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ სამედიცინო შტაბს მისთვის თამაშის უფლება ჯერ არ მიუცია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში