workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალ მადრიდი” – “ბარსელონა”: იცით, თუ არა რომ …

“რეალ მადრიდი” – “ბარსელონა”: იცით, თუ არა რომ …

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს “ელ კლასიკოს” შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ:

  • “ბარსელონამ” მეტოქეს 81 გოლი გაუტანა და მხოლოდ 22 მიიღო საკუთარ კარში. მადრიდელებმა კი 77 გაიტანას და 26 გაუშვეს. 
  • აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ფეხბურთელები, რომელთაც ლიგაზე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვთ გაკეთებული (სესკ ფაბრეგასი – 12 და გარეთ ბეილი – 11).
  • უკანასკნელად კარლო ანჩელოტის გუნდი “კამპ ნოუზე” ნეიმარისა და ალექსისის გოლების წყალობით დამარცხდა.
  • მიღებული გოლებით “ბარსელონა” და “რეალი” შესაბამისად მეორე და მესამე ადგილს იკავებენ. ამ კუთხით ლიდერი კი “ატლეტიკოა”, მისმა მეკარემ საკუთარ კარში მხოლოდ 21 ბურთი გაუშვა.
  • ლიგაზე ყველაზე მეტი 18 502 გადაცემა “ბარსელონას” ფეხბურთელებმა შეასრულეს, აქედან 88,6% ზუსტი აღმოჩნდა. რაც შეეხებათ “რეალის” ფეხბურთელებს, მათ ანაგრიშზე 14 921 გადაცემაა (85,7% ზუსტი).
  • მოწინააღმდეგეებმა ყველაზე ხშირად ნეიმარისა (61) და რონალდუს (49) მისამართით დაარღვიეს წესები. 
  • ლიგაზე ყველაზე მეტი 2 030 გადაცემა ჩავი ერნანდესს დაუგროვდა. მადრიდელთაგან ამ მაჩვენებლით ლუკა მოდრიჩი 1 548 გადაცემით ლიდერობს.
  • მატჩის მთავარ არბიტრს მიმდინარე სეოზნე ჯერ წითელი ბარათი არ უჩვენებია.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward