workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანოს მანქანა მოპარეს

ადრიანოს მანქანა მოპარეს

კატალონიურმა სპორტულმა გამოცემამ, “სპორტი”, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამი დღის წინ, “ბარსას” ახალშენაძენს, ადრიანო კორეიას მანქანა მოპარეს…

3 დღის წინ ადრიანოს აგენტს, პაულო ნევესს საფულე მოპარეს, რომელშიც კორეიას მანქანის გასაღები და ასევე ავტოსადგომის ქვითრები იდო. ქურდებმა თავისი ბედი ცადეს და გასაღები რამდენიმე მანქანას მოარგეს და ბოლოს, როგორც იქნა ადრიანოს მანქანამდეც მივიდნენ. ამის შემდეგ კი “აუდისთან” ერთად გაუჩნარდნენ.

ნევესმა კი ეს ყველაფერი კატალონიის პოლიციას შეატყობინა, რომლებმაც გარკვეული დროის შემდეგ, მანქანის პოვნა და დაბრუნება შეძლეს. დამნაშავეებს სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგომა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში