workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ ლიგაზე რივალდოს გაასწრო

მესიმ ლიგაზე რივალდოს გაასწრო

5–1 ”პანათენაიკოსთან” გამარჯვება მთელ გუნდს მიეწერა, მაგრამ არის ეჭვი, რომ ლეო მესი გამოირჩეოდა დანარჩენი მოთამაშეებისგან. მან 2 გასაოცარი გოლი გაიტანა, მეორე გოლის დროს კი ჩავი–პედრო–მესიმ ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს. ლეომ ასევე მატჩის ბოლოს არაჩვეულებრივი გადაცემა გაუკეთა დანი ალვესს. ბერძენთა მეკარემ კი არგენტინელს პენალტი და ორი ბურთი აუღო.

ლეომ რივალდოს გაასწრო
მესი ახლა 27 გოლით ”ბარსას” ისტორიაში საუკეთესო მეგოლეა ლიგაზე. მან გაასწორ ბრაზილიელ რივალდოს (25) და ჰოლანდიელ კლუივერტს (21). რივალდოს 25 გოლის გასატანად 45 მატჩი დასჭირდა, იგივე შედეგისთვის მესისა და კლუივერტსს 52.
23 წლის არგენტინელი ახლა ლიგის ყველა დროის ბომბარდირებში მე–12 პოზიციაზეა. იგი მიიწევს მიზნისკენ, რომ გახდეს მესამედ ტურნირის საუკეთესო მეგოლე. ეს შედეგი მხოლოდ ჰოლანდიელმა რუნ ვან ნისტეროიმ აჩვენა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში