გუშინდელი წარმატების შემდეგ ”ბარსელონამ” დღეს დილით კვლავ განაახლა ვარჯიში. მათ ხვალ დასვენების დღე ექნებათ, პარასკევს კი დაიწყებენ მზადებას მადრიდში გასამგზავრებლად, ”ატლეტიკოსთან” სამი ქულის მოპოვება მათთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელ ვარჯიშზე ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულად გამოიყურებოდნენ. ჩავი, პუიოლი, ვილია, ბუსკეტსი, აბიდალი და მესი კლუბის ერთ-ერთ ფიტნეს დარბაზში ვარჯიშობდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდნენ მოედანზე სავარჯიშოდ. ვარჯიშს არ ესწრებოდა ”ბარსას” სამი ფეხბურთელი. ინიესტამ განმარტოვებით ვარჯიში არჩია, პედრო სტომატოლოგთან იყო წასული, პიკეს კი თავის ტრამვის გამო დასვენების უფლება მისცეს.
ასევე ვარჯიშს დაუბრუნდა ჯეფრენ სუარესი და ”ბარსა ატლეტიკის” სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი: რივეროლა, ტიოაგო და როჩინა.
ახლა კი გთავაზობთ ვარჯიშის ამსახველ ფოტოებს:



