დღეს კატალონიის “ბარსელონამ” ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ვარჯიში კლუბის მეორე სტადიონზე, “სიუტატ ესპორტივაზე” გამართა. ვარჯიშში მონაწილეობა განაცხადში მყოფმა 18-ივე ფეხბურთელმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ დღეს ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო კატალონიელთა ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ, რომელსაც მცირედი ტრავმა აწუხებდა, ესპანელი დღეს ჯგუფთან ერთად 100%-ით იტვირთებოდა.
“ბარსელონა” ხვალ დილით ვალიადოლიდში გაემგზავრება, რათა მატჩისათვის მოემზადოს.
შეგახსნებთ, რომ ხვალ, 8 მარტს, “რეალ ვალიადოლიდი” კატალონიის “ბარსელონას” “ხოსე სორილიაზე” უმასპინძლებს, მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს სტარტს.
