workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსამ“ თვალი მიულერს დაადგა

„ბარსამ“ თვალი მიულერს დაადგა

კატალონიის “ბარსელონას” მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელის, ტომას მიულერის დამატება უნდა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

თუ კატალონიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართმეუმ მიულერის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

მიულერს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. ივარაუდება, რომ 24 წლის შემტევის სატრანსფერო ფასი 45 მილიონი ევრო იქნება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მიულერის შეძენით მადრიდის “რეალიც” იყო დაინტერესებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward