workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

გთავაზობთ კრაკოვიას კიდევ სამ სერიას. 

ამ სერიაში ერთმანეთს ეკამათებიან რონალდუ და ინიესტა. ამ დროს მათთან მივა რამოსი და… wink

ინიესტა: რა ჯანდაბა გჭირს?

რონალდუ: ეე ბიჭო ნუ სიმულიანტობ.

გვარდიოლა: კარგად ხარ?

ინიესტა: ახლავე დავბრუნდები… ნუ სიმულიანტობ? ნუ სიმულიანტობ, არა? მოკეტე!

პუიოლი: ვაა ხედავ ინიესტას რამხელა შნო ქონია.

ინიესტა: ფრთხილად იყავი თორემ ისე გცემ, რომ არასოდეს დაგავიწყდება.

რონალდუ: ასე ნუ მელაპარაკები. მხოლოდ პარისს (პარის ჰილტონი რონალდუს “გერლფრენდი” გახლდათ. ავტ.) შეუძლია ასე მომექცეს.

ინიესტა: შენ არ იცი როგორი ვარ როცა ვბრაზდები.

რამოსი: ბიჭებო, ბიჭებო აქ ჩხუბი არ შეიძლება. ეს ის არაა… ამმმ…. რა ქვია… ხო რინგი, რინგი. თუ ჩხუბს დაიწყებთ, მსაჯს ვეტყვი.

ინიესტა: 50 ევრო და მსაჯს არაფერს ეუბნები.

რონალდუ: ხო, ხო. მარტო დაგვტოვე. 50 ევრო და მსაჯს არაფერს ეუბნები.

რამოსი: კარგი, 50 ევრო… მაგრამ რომელს უნდა მოგცეთ? თუ ორივეს სათითაოდ?

რონალდუ: 50 თითოს, აბა რა. ხომ ასეა ანდრეს?

ინიესტა: ხო, ხო, ეგრეა. 50–50 ევრო ორივეს.

რამოსი: აი აიღეთ.

რონალდუ: 50 მე…

ინიესტა: და 50 მე.

ინიესტა და რონალდუ: ძალიან კარგი, წავედით. 

ამ სერიაში “ბარსას” ფეხბურთელები ნახავენ ყოფილი თანაგუნდელის, ოლეგერის ლოკერს, სადაც იპოვიან წიგნს.

ვალდესი: და შემდეგ მან მითხრა: “შენ ხარ მეკარე”. და მერე მე ვუთხარი: “შენ კი ტრაკი ხარ”.

პუიოლი: ჟურნალისტები…

მესი: მომისმინეთ, ვისია ეს ლოკერი?

პუიოლი: ეს ოლეგერის იყო.

კეიტა: ულალა… მერე რატომ აკვრია იამაიკის დროშა?

პუიოლი: ეს იამაიკის დროშა კი არა, კატალონიის დროშაა.

მესი: ააააააააააააააააააააააააა…..

ვალდესი და პუიოლი: რა ხდება, რა არის ეს?

კეიტა: ასეთი არაფერი მინახავს.

გვარდიოლა: შემიძლია გავიგო აქ რა ხდება?

პუიოლი: მისტერ, ეს ოლეგერის ლოკერში ვიპოვეთ.

გვარდიოლა: მერე არ იცით რა არის? ეს წიგნია.

კეიტა: როგორ თქვით მისტერ?

გვარდიოლა: წიგნი, წიგნი. ნახეთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ.

მესი: რას ნიშნავს “წაიკითხოთ”?

გვარდიოლა: წაიკითხოთ, წიგნები ხომ შესანიშნავ ისტორიებს გვიყვებიან.

პუიოლი: მისტერ, როგორც DVD?

გვარდიოლა: კი, მაგის მსგავსი.

ვალდესი: და როგორ უნდა ჩართო?

მესი: არ ვიცი.

პუიოლი: მისტერ!

გვარდიოლა: შენ კი არ რთავ წიგნს, არამედ აღებ.

მესი: ამას მე გავაკეთებ.

კეიტა: ნუ ხარ ინდივიდუალისტი.

პუიოლი: არა მასე არა. ძალა უნდა დაატანო.

კეიტა: და ახლა როგორ უნდა დახურო?

პუიოლი: არ ვიცი.

მესი: ახლა ელემენტები დაჯდება.

ყველა ერთად: მისტეეერ! 

სიტუაცია ვითარდება კრიშტიანუ რონალდუს სახლში. პორტუგალიელს გუტი სტუმრობს მაშინ, როცა “ბარსელონა” “ესპანიოლს” ეთამაშება (1:0).

რონალდუ: (მღერის) ჩემო სიყვარულო… ვაა პარის ჰილტონ, რამდენი ხანია არ მინახიხარ.

გუტი: რა დაგემართა ბობო, გუტი ვარ.

რონალდუ: უი ხო, ხო. უბრალოდ ბოლო თამაში არ გვითამაშია და აღარ მახსოვდა. შემოდი, შემოდი.

გუტი: დღეს ღამე “ბარსელონა” აგებს. ნახე, ჩემი “ესპანიოლის” ქურთუკი მაცვია.

რონალდუ: გინდა მოკბიჩო? პური მაქვს. ( wink მაგარი პურია. ავტ. )

გუტი: ვაიმე

რონალდუ: რა მოხდა?

გუტი: პიმ პამ, პიმ პამ, პიმ პამ, მიდი, მიდიი.

რონალდუ: რა აუცილებელი იყო პამბინის დედის სიკვდილი?! (ტირის)

გუტი: ეს კინო არ ვარგა. ერთი ეხლა ვტირივარ და მეორედ მაშინ ვიტირე, როცა ყვერებზე სუპერ წებო წავისვი… რამე სხვა კინო არ გაქვს? თუ “ბარსელონა”–”ესპანიოლის” თამაშს ვუყუროთ?!

რონალდუ: პიტერპანი მაქვს.

გუტი: პამ პიმ, პამ პიმ, პამ პიმ, მიდი, მიდიი…

გუტი: მიდი, მიდი.

რონადლუ: არიიიიის.

გუტი: მოწოვე, მოწოვე, მოწოვე… დამთავრდა თამაში.

რონალდუ: არა, ნუთუ მორჩა.

გუტი: კარგი რა. ისედაც ნათელი იყო, რომ “ბარსა” მოიგებდა.

რონალდუ: რა “ბარსა”? ფრჩხილებზე მანიკურს გისმევდი და გამითავდა. არადა ერთ თითი წაუსმელი დარჩა.

გუტი: ეცადე რომ დაწყნარდე, დაწყნარდი.

რონალდუ: არა, წავალ იქნებ ახალი მანიკური ვიშოვო.

გუტი: არა, ამის დრო აღარაა. უნდა მოვკვეთოთ.

რონალდუ: მოვკვეთოთ?!

გუტი: მიდი, გააკეთე. 9 ლამაზი თითი ჯობს 10 მახინჯს… ტკივილს გავუძლებ… ააააააააააააააააააააააააააააააააააააა

რონალდუ: რა გაყვირებს, ჯერ არ მომიჭრია.

გუტი: ვაიმე, სახეზე მუწუკი გაქვს.

რონალდუ და გუტი: აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში