workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარიო ბალოტელი: “ვიმედოვნებ, “სიტი” “ბარსელონას” დაამარცხებს”

მარიო ბალოტელი: “ვიმედოვნებ, “სიტი” “ბარსელონას” დაამარცხებს”

“მილანის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი არ თვლის, რომ “ატლეტიკოსთან” მატჩში, მისი და დიეგო კოშტას დუელი გაიმართება. ასევე, ბალოტელის არ დავიწყებია თავისი ექს-გუნდი “მანჩესტერ სიტი”.

“დიეგო კოშტა შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ეს “მილანისა” და “ატლეტიკოს” ბრძოლა იქნება. მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონატში კარგად მიდიან. ეს შესანიშნავი გუნდია.”

“მატჩში “მანჩესტერ სიტი” – “ბარსელონა”, ვიმედოვნებ, რომ “სიტი” გაიმარჯვებს. მაგრამ ჩემს ექს-პარტნიორებს გაუჭირდებათ, რადგან “ბარსელონა” ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია”. – თქვა ბალოტელიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward