ბრაზილიის სასამართლომ “სანტოსს” ნეიმარსა და “ბარსელონას” შორის დადებული კონტრაქტის პირობების გაცნობის უფლება არ მისცა.
ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო, “სანტოსმა” სასამართლოს მიმართა და ნეიმარსა და “ბარსელონას” შორის მოქმედი კონტრაქტის დეტალების გაცნობა მოითხოვა. ბრაზილიურმა სასამართომ კლუბის მოთხოვნა არ გაითვალისწინა იმის გამო, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და გარდა ამისა, ის “სანტოსსა” და “ბარსელონას” შორის არსებული შეთანხმების შემდეგაა დადებული, რის გამოც, “სანტოსს” მისი გაცნობის უფლება არ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიური კლუბი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
